ქსოვილოვანი დეტერმინაცია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქსოვილოვანი დეტერმინაცია – (ლათ. Determinatio შემოსაზღვრა; სინ.: ჰისტოლოგიური დეტერმინაცია, ქსოვილთა სპეციფიურობა)  ქსოვილთა ყველა თვისების გენეტიკურად განპირობებული მაღალი სპეციფიკურობა, მათ შორის მათი დიფერენცირების ხასიათი, რომელიც შენარჩუნებულია ნებისმიერ პირობებში. განასხვავებენ ორ ფორმას: ლაბილურსა და მკაცრს. პირველ შემთხვევაში ქსოვილის განვითარებას არა აქვს მკაცრი მიმართულება და ერთმნიშვნელოვანი პროგრამა; ხოლო მეორე ფორმის დროს ქსოვილის განვითარება ხასიათდება  გენომის შეუქცევადი ცვლილებებითა და უჯრედთა დიფერენცირების ერთი მიმართულებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook