Tag Archives: შენარჩუნებულია

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

ქსოვილოვანი დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი დეტერმინაცია – (ლათ. Determinatio შემოსაზღვრა; სინ.: ჰისტოლოგიური დეტერმინაცია, ქსოვილთა სპეციფიურობა)  ქსოვილთა ყველა თვისების გენეტიკურად განპირობებული მაღალი სპეციფიკურობა, მათ შორის მათი დიფერენცირების ხასიათი, რომელიც შენარჩუნებულია ნებისმიერ პირობებში. განასხვავებენ ორ ფორმას: ლაბილურსა და მკაცრს. პირველ შემთხვევაში ქსოვილის განვითარებას არა აქვს მკაცრი მიმართულება და ერთმნიშვნელოვანი პროგრამა; ხოლო მეორე ფორმის

Read More