ღვიძლის უჯრედები

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის უჯრედები – (cellulae hepaticae seu hepatocyti)   ჰეპატოციტები ღვიძლის პარენქიმის ეპითელური  უჯრედებია. ისინი განლაგებულია ბაგირაკების მსგავსად, რომლებიც რადიალურადაა მიმართული ღვიძლის წილაკების ფარგლებში. ბაგირაკებს შორის გადის წილაკთაშიგა კაპილარები. ღვიძლის  უჯრედები გამოიმუშავებს ნაღველს, აგროვებს გლიკოგენს, გამოყოფს შარდოვანას, სისხლის ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. იხ. ჰეპატოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook