ყბის ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყბის ცისტები – ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ყბების ცისტების კლინიკური მიმდინარეობა საწყის სტადიებზე უსიმპტომოა. განვითარების მიხედვით წარმოიქმნება მრგვალი, უმტკივნეული გამობერილობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება რენტგენოგრაფიას, რომლის დროსაც ვლინდება მკაფიო მოხაზულობის სფერული ღრუ; ფესვის ცისტის დროს ვლინდება კბილის ფესვი დაზიანებული პერიოდონტით, ხოლო ფოლიკულურის დროს – ამოუჭრელი კბილი (ან კბილის გვირგვინოვანი ნაწილი) რომელიც ჩაძირულია ძვლის დეფექტში. ცისტის დაჩირქების დროს წარმოიქმნება სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია მწვავე ოდონტოგენური ოსტეომიელიტისათვის. მკურნალობა – ოპერაციულია – ცისტოტომია და ცისტექტომია. რიგ შემთხვევებში ფესვურ ცისტებს მკურნალობენ კონსერვატულად. დაჩირქებული ცისტები საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას – ცისტის გაკვეთა და მისი ღრუს დრენირება. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. ქვედა ყბის დიდი ზომის ცისტები შესაძლოა გართულდნენ პათოლოგიური მოტეხილობით. ფესვური ცისტების პროფილაქტიკა – მწვერვალოვანი პერიოდონტიტის დროული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook