ჩაჭედილი თიაქარი

ჩაჭედილი თიაქარი – (ქირურგ.)  მუცლის კუნთების სწრაფი და ძლიერი შეკუმშვის, აგრეთვე მუცლისშიდა წნევის მომატების შედეგად ხდება თიაქრის რგოლის შევიწროება და თიაქრის პარკის შიგთავსის (ნაწლავის მარყუჟი ან ბადექონი) ელასტიკური ზეწოლა (ჩაჭედვა), რასაც მოსდევს ამ ორგანოებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ამ უკანასკნელს თავის მხრივ მივყავართ მათ კვდომამდე და პერიტონიტამდე. ასეთ თიაქარს ეწოდება ჩაჭედილი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. თიაქარი უკან აღარ ბრუნდება, ჩნდება ძლიერი ტკივილები თიაქრის პარკის მიდამოში და მუცლის ქვედა ნაწილში, თიაქრის პარკი დაჭიმულია, მკვეთრად მტკივნეული. ნაწლავის ჩაჭედვის შემთხვევაში ხდება განავლის და აირების შეკავება, მუცელი იჭიმება და შებერილი ხდება, აღინიშნება ღებინება.

მკურნალობა. ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია.

♦♦ თიაქრის  ბანდაჟები ,,ამაზონზე”  hernia support >>>   


გაფრთხილება!
1. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი 2. თიაქარი