ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები – შეიძლება იყოს გამჭოლი, შემხები, ბრმა. ცხვირის დანამატი წიაღების ტრავმების სიმპტომები მსგავსია ცხვირის დაზიანებებისა, თუმცა სისხლჩაქცევა შედარებით ძლიერია და ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები, ოსტეომიელიტები, ფსევდოქოლესტეატომები. ცხვირის ან დანამატი წიაღების ბრმა დაზიანება, რომელიც მოიცავს თვალბუდეს, ქალას ღრუს და ფუძეს, წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას. დიაგნოზის დასაზუსტებად დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოგრაფიას. მკურნალობა. სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით. ეფექტის არარსებობისას კვანძავენ გარეთა საძილე არტერიას. ტარდება ჭრილობის პირველადი დამუშავება. უცხო სხეული ამოაქვთ ენდო – ან ექსტრანაზალურად; შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი და ანატოქსინი. ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook