Tag Archives: შემხ

ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები – შეიძლება იყოს გამჭოლი, შემხები, ბრმა. ცხვირის დანამატი წიაღების ტრავმების სიმპტომები მსგავსია ცხვირის დაზიანებებისა, თუმცა სისხლჩაქცევა შედარებით ძლიერია და ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები, ოსტეომიელიტები, ფსევდოქოლესტეატომები. ცხვირის ან დანამატი წიაღების ბრმა დაზიანება, რომელიც მოიცავს თვალბუდეს, ქალას ღრუს და ფუძეს, წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას.

Read More

დესმოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დესმოსომები – (desmosomata ბერძნ.desmos – კავშირი და soma, somatos – სხეული) ციტოპლაზმური მემბრანის – პლაზმოლემის სპე­ციალიზებული სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედების გადაბმას ერთმანეთთან. ისინი მკვრივი უბნების სახისაა, შეიცავენ ფოსფოლიპიდურ გრანულებს და მდებარეობენ მეზობელი უჯრედების პარალელურად შემხები ციტოპლაზმური მემბრანების ორივე მხარეს. desmosoma – macula adherens (ლათ.macula – ლაქა, ხალი

Read More