ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰიპოპიტუიტარიზმი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით. წარმოიქმნება, მაგ. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებისას, ოპერაციების, დასხივების შედეგად. ქალებში ვლინდება ამენორეით და მამაკაცებში უნაყოფობით, თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტი იწვევს მეორად ჰიპოთირეოზს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დეფიციტი – ჰიპოკორტიციზმს. შესაძლო გამოვლინებებია: გასუქება ან კახექსია, ჯუჯოვნება, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვ.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა