Tag Archives: დეფიციტი

ჰიპოპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპიტუიტარიზმი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით. წარმოიქმნება, მაგ. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებისას, ოპერაციების, დასხივების შედეგად. ქალებში ვლინდება ამენორეით და მამაკაცებში უნაყოფობით, თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტი იწვევს მეორად ჰიპოთირეოზს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დეფიციტი – ჰიპოკორტიციზმს. შესაძლო გამოვლინებებია: გასუქება ან კახექსია, ჯუჯოვნება, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვ.

Read More

სტიუარტ – პრაუერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიუარტ – პრაუერის დაავადება – X ფაქტორის დეფიციტი, ჰემორაგიული დიათეზის თანდაყოლილი ფორმა. გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. დაავადება მჟღავნდება ბავშვობაში. დამახასიათებელია სიხლდენა ცხვირიდან, ლორწოვანიდან, საშვილოსნოდან უმიზეზოდ ან მცირე ტრავმის მიღების შემდეგ. სისხლჩაქცევები აღინიშნება კანქვეშ, კუნთებში. ჰემართროზი იშვიათია. ქალებში მენსტრუაცია გახანგრძლივებულია. ჰემოგრამა ნორმალურია. კოაგულაციურ სისტემაში თრომბოპლასტინის დრო გახანგრძლივებულია.

Read More