ფსევდოპელადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოპელადა – (ბერძ. Pseudes ცრუ + ფრანგ. Pelade გამელოტება; სინ.: ატროფიული ალოპეცია) კანის იშვიათი დაავადება, რომელიც წარმოადგენს ატროფიული გამელოტების ერთ  –  ერთ ფორმას; ხშირია ქალებში 50 – 55 წლის ასაკში. დაახლოებით 70% – ში შერწყმულია წითელ მგლურასთან, წითელ ბრტყელ ლიქენთან, სკლეროდერმიასთან, ლიტლ – ლასიუერის სინდრომთან. პროცესი ხასიათდება ნელი, პროგრესირებადი მიმდინარეობით. დაავადების დასაწყისში წარმოიქმნება რამდენიმე,  თეთრი ფერის ოვალური, გამელოტების კერები 1 სმ – მდე დიამტრით; კერების რაოდენობა იზრდება, ისინი ერწყმიან ერთმანეთს, წარმოქმნიან მნიშვნელოვანი ზომის გამელოტებულ უბნებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა