ფსიქოზი

ფსიქოზი – 1. (ფსიქოლოგია)  (ბერძ. psyche – სული) ფსიქიკის მძიმე დარღვევა, რომელიც ვლინდება რეალური სამყაროს აღქმის, მისი შემეცნების შესაძლებლობის დარღვევით, ქცევისა და გარემოსადმი დამოკიდებულების ცვლილებით. ფსიქოზის გამოვლინებები მრავალგვარია და შესაძლებელია თან ახლდეს ბოდვები, ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების, აზროვნების ღრმა დარღვევა, ემოციური სფეროს ცვლილებები, უაზრო და უკონტროლო ქცევები და მისთ. თავის ტვინის პირველად დაზიანებასთან ერთად, ფსიქოზი შესაძლებელია აღმოცენდეს მისი მეორადი დაზიანებისას – ინფექციების, მოწამვლების, შინაგანი დაავდებების შედეგად. ფსიქოზი შესაძლებელია შედეგი იყოს ადამიანის კონსტიტუციური და მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობისა. ფსიქოზის განვითარება შესაძლებელია ფსიქიკური ტრავმების შედეგადაც.

2.  ფსიქიკის მოშლა, რომელიც ვლინდება აზროვნების, ქცევების, ემოციების დარღვევებით, რაც არაა დამახასიათებელი ნორმალური ფსიქიკისათვის.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი