ფუნიკულარული მიელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფუნიკულარული მიელოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ზურგის ტვინის უკანა და გვერდითი ლარების დეგენერაციული დაზიანებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ვიტამინ B12 უკმარისობასთან. უკანა ბაგირაკების ფუნქციის დარღვევა იწვევს პარესთეზიებსა და გაბუჟებას ტერფებში, ტორტმანით სიარულს. პირამიდული ტრაქტების დაზიანება იწვევს სპასტიურობას კიდურებში, ასევე შარდვის გახშირებას. ზურგის ტვინის პათოლოგიას ხშირად თან ერთვის პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დაზიანება, წვივისა და ტერფის კუნთების დასუსტება, ასევე თავის ტვინის დაზიანება დემენციის განვითარებოთ. დიაგნოსტიკა იოლდება მაკროციტარული ანემიის გამოვლინებისას. ვიტამინ B12 შეყვანის ფონზე აღინიშნება ნევროლოგიური სიმპტომების რეგრესი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა