ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები) – განასხვავებენ თავის ქალას 12 წყვილ ნერვს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თავის ტვინთან. ადამიანის თავის ქალას ნერვებია: ყნოსვის, მხედველობის, თვალის მამოძრავებელი, ჭაღისებრი ნერვი, განმზიდველი ნერვი, სამწვერა ნერვი, სახის ნერვი, სმენის ნერვი, ენა – ხახის ნერვი, ცთომილი ნერვი, დამატებითი ნერვი, ენისქვეშა ნერვი. ქალას ნერვები წარმოადგენენ გრძნობითი ორგანოების ნერვებს, ანერვიანებენ თავისა და კისრის ქსოვილებს, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა