ქონდროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქონდროციტები – (chondrocyti ბერძნ.chondros  –  ხრტილი და cytos  –  უჯრედი)  –  ხრტილოვანი  უჯრედები, რომლებიც თავისი დიფერენცირების პროცესში გამოიმუშავებენ ქონდრინის ფიბრილებს და ხრტილოვანი ქსოვილის ამორფულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ქონდრიომუკოიდს, ქონდროიტს, ქონდროიტინგოგირდოვან, ჰიალურონის მჟავებსა და სხვა მუკოპოლისაქარიდებს. ხრტილოვან ქსოვილში უჯრედშორისი ნივთიერების წარმოქმნის შესახებ იხ.ბოჭკოები ქონდრინის, კოლაგენური და ელასტიკური. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა