ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქორდომა – ავთვისებიანი სიმსივნე ემბრიონალური სტრუქტურის ნარჩენებიდან. ხასიათდება ხანგრძლივი ინფილტრირებადი ზრდით, იშვიათად მეტასტაზირდება. უმრავლეს შემთხვევებში აზიანებს ხერხემლის კაუდალურ ბოლოს. მკურნალობა ქირურგიულია.