ქორდოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქორდოტომია – (ბერძ. Chorde სიმი + tome გაკვეთა)ზურგის ტვინის ლატერალური სპინოთალამური გზის გადაკვეთის ოპერაცია, რომელიც ხდება ზურგის ტვინის გვერდით ლარში და წარმოადგენს სხეულის შესაბამისი ნახევრის ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის ძირითად გამტარს. აღნიშნული ტარდება მტანჯველი ტკივილების მოსახსნელად, რომელიც განპირობებულია ტრავმით, ან ზურგის ტვინის დაავადებებით, სიმსივნითა და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა