ქორიონი

ქორიონი – (ბერძნ. chorion  –  კანი)  ადამიანის და ძუძუმწოვრების ჩანასახების დროებითი გარეთა გარსი, პროვიზორული ორგანო. ქორიონი ვითარდება ბლასტოცისტის გარეთა ნაწილისაგან  –  ტროფობლასტისაგან და მისი ამომფენი სისხლძარღვების შემცველი მეზენქიმისაგან.

ქორიონს აქვს მრავალრიცხოვანი გამონაზარდები  –  ხაოები, რომლებიც ჩაიზრდებიან საშვილოსნოს ლორწოვან გარსში და წარმოქმნიან პლაცენტას, ე.ი.მონაწილეობენ პლაცენტის ჩამოყალიბებაში. ქორიონი ასრულებს ტროფიკულ, დამცველობით, სასუნთქ და გამომყოფ ფუნქციებს, მონაწილეობს პლაცენტის ჩამოყალიბებაში (იხ.პლაცენტა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი