ქრომატინული შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომატინული შრე – (stratum chromatinosum ბერძნ.chroma  –  ფერი)   ინტერფაზური უჯრედის ბირთვის ღებვადი გარეთა შრე, რომელიც ციტოპლაზმასა და კარიოლიმფის საზღვრებზე მდებარეობს. ს.ი.შჩელნუკოვის (1962) მონაცემების თანახმად, ის შედგება დნმ – ის შემცველი ქრომატინისაგან და განსაზღვრავს ბირთვულ – ციტოპოლაზმური ურთიერთქმედების ხასიათს ინტერფაზის განმავლობაში, განაპირობებს რა  უჯრედების ზრდის, დიფერენცირებისა და ფუნქციონირების პროცესების გენეტიკურ კონტროლს. მიტოზის დროს ქრომატინული შრის ნივთიერებისაგან წარმოიქმნება ქრომოსომები. ინტერფაზური ბირთვის აგებულების კონცეფცია, რომლის მთავარ სტრუქტურად ქრომატინული შრეა მიჩნეული, ს.ი.შჩელკუნოვმა წამოაყენა. მანვე შემოიღო ტერმინი „ქრომატინული შრე“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა