ქრომომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომომერები – (chromomeri ბერძნ.chroma  –  ფერი და meros  –  ნაწილი)   ქრომონემების გასქელებული უბნები, რომლებიც ჰეტეროქრომატინს შეიცავენ. ქრომოსომების სიგრძეზე ქრომომერები გარკვეული რიგითაა განლაგებული. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფორმით, ზომითა და დნმ – ის შემცველობით. ქრომომერებს შორის მანძილს ქრომომერშორისი უბნები ეწოდება. ლიტერატურული მონაცემების თანახმად, თითოეულ ქრომოსომას აქვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ქრომომერული სურთი, რომელიც მემკვიდრეობითაა განმტკიცებული. ზოგი ავტორი ქრომომერებს განსაზღვრავს, როგორც ცილოვანი ძაფის უბნებს, რომლებშიც კონდენსირებულია დნმ, ზოგს კი ისინი მიაჩნია ამ ძაფის მჭიდროდ სპირალიზებულ უბნებად. ტერმინი „ქრომომერი“ შემოიღო (1896) ვილსონმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა