ქრომოსომების ჰაპლოიდური რიცხვი

ქრომოსომების ჰაპლოიდური რიცხვი – სინ.ქრომოსომების გამეტური ნაკრები, ქრომოსომების ერთჯერადი ნაკრები ქრომოსომების ერთობლიობაა მწიფე სასქესო უჯრედში, რომელშიც მოცემული ბიოლოგიური სახისათვის დამახასიათებელი თითოეული წყვილიდან მხოლოდ ერთია. ადამიანში ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრები წარმოდგენილია 22 აუტოსომითა და ერთი სასქესო ქრომოსომით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.