ქრომოსომის ინვერსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომოსომის ინვერსია – (inversio chromosomatis ლათ.inversio  –  გადაბრუნება, შებრუნება)  მუტაგენური ფაქტორების მოქმედებით ქრომოსომის სტრუქტურული გარდაქმნის (აბერაციის) სახესხვაობა, რომელსაც ახასიათებს მისი მასალის გადანაწილება ქრომოსომის რომელიმე სეგმენტის 180წ გადაბრუნებით. ამ დროს ინვერსირებულ სეგმენტში გენების განლაგების წესი საპირისპიროდ იცვლება. გარდაქ­მნის ასეთი ტიპი წარმოიქმნება ქრომოსომის ორი გახლეჩისა და შუა სეგმენტის გადაბრუნების შემდეგ ორი ბოლო სეგმენტისა და გადაბ­რუნებული შუა სეგმენტის შემდგომი მიერთებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა