ქრომოფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომოფიბრილები – (chromofibrillae ბერძნ.chroma  –  ფერი და ლათ.fibrilla  –  ბოჭკო)  ქრომოსომების ელემენტარული სიგრძივი სუბერთეულები, რომლებიც მხოლოდ ელექტრონულ მიკროსკოპში არიან ხილული. ისინი შედგებიან დნმ – ს მოლეკულებისაგან, რომელთა დიამეტრი 20 Ao – მდეა. ჩვეულებრივ, ქრომოფიბრილები წყვილ – წყვილად ერთდება, რაც მათი რედუპლიკაციის შედეგია. ამ დროს უდაბლესი რიგის ორი ქრომოფიბრილა ქმნის მესამე რიგის ქრომოფიბრილას და ა.შ. N – რიგის ორი ქრომოფიბრილასაგან შედგება ქრომონემები . ორი უკანასკნელი ქმნის ქრომატიდას , ხოლო ორი ქრომატიდა  –  ქრომოსომას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა