ქრომოფილური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომოფილური უჯრედები – (cellulae chromophilae ბერძნ. chroma  –  ფერი და philia  –  სიყვარული)  ჰიპოფიზის წინა წილის  უჯრედები, რომლებიც კარგად იღებებიან საღებარებით. მჟავე ან ძირითად საღებარებთან დამოკიდებულების მიხედვით ეს  უჯრედები იყოფა აციდოფილურად და ბაზოფილურად. უკანასკნელნი, თავის მხრივ, იყოფა რამდენიმე სახედ: დელტა – უჯრედებად, ბეტა – უჯრედებად, კასტრაციის უჯრედებად, თირეოდექტომიის უჯრედებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა