ქრონიკული ატროფიული სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული ატროფიული სურდო – შესაძლებელია განპირობებული იყოს არახელსაყრელი კლიმატური პირობებით, პროფესიონალური მავნეობებით, ხშირი სურდოთი, ინფექციური დაავადებებით, ცხვირში ქირურგიული ჩარევებით. სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმშრალის გრძნობა ცხვირის ღრუში, ცხვირის ძნელად მოხოცვა, ყნოსვის დაქვეითება, არაიშვიათია ცხვირიდან სისხლდენა. რინოსკოპიულად ვლიდება ცხვირის ფართო ღრუ, ცხვირის ქვედა ნიჟარების ატროფიის გამო, სქელი სეკრეტის დაგროვება, რომელიც შრება და წარმოქმნის ქერქებს.  მკურნალობა სიმპტომატურია. სქელი ლორწოსა და ქერქებს ათხიერებენ ტუტე ხსნარებით. გამოიყენება ასევე ტუტე – ზეთოვანი ინჰალაციები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა