ქრონიკული ეთმოიდიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული ეთმოიდიტები – მიმდინარეობენ კატარული ანთებითი პროცესის ტიპით. ცხავის უჯრედების გამომტანი ხვრელების ირგვლივ წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის გასქელება, რომელიც წარმოადგენს წვრილ და მრავალრიცხოვან პოლიპებს. ავადმყოფები უჩივიან დამწოლ ტკივილს ცხვირის ფუძის და თვალბუდის შიგნითა კუთხის არეში. ყნოსვა დაქვეითებულია. რინოსკოპიით ვლინდება ჩირქი შუა ნიჟარის ქვეშ (ცხავის წინა უჯრედების დაზიანება) ან მის ზევით (ცხავის უკანა უჯრედების დაზიანება). ხშირად ჩირქი გადმოედინება პოლიპების ამოკვეთის შემდეგ. დიაგნოზის დადასტურება ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა მწვავე შემთხვევებში კოსერვატულია, ისევე როგორც სხვა წიაღების ანთების დროს. ქრონიკული ეთმოიდიტის ქრონიკული ფორმების დროს მკურნალობა ასევე კონსერვატულია. ზოგჯერ გამოიყენება ასევე ცხირშიგა ოპერაციული ჩარევა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა