ქრონიკული სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული სურდო – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) გვხვდება მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული სახით. ვითარდება ხშირი მწვავე გაცივებების, ინფექციური დაავადებების, ადენოიდების, ქრონიკული სინუსიტების, პროფესიული მავნებლობების ნიადაგზე. სიმპტომები. მარტივი ქრონიკული სურდოს დროს აღინიშნება ცხვირის ნიჟარების უმნიშვნელო ჰიპერემია და შეშუპება. სიმპტომები ანალოგიურია, რაც მწვავე სურდოს დროს, თუმცა ნაკლებად გამოხატულნი. მწოლიარე მდგომარეობაში ცხვირით სუნთქვა უფრო გაძნელებულია. გამონადენი არაბლანტი, ლორწოვანია. ჰიპერტროფირებული სურდოს დროს შესაძლებელია გასქელებული იყოს მთლიანად ნიჟარა (ქვედა კიდეზე), მისი წინა ან უკანა ბოლო. შესქელება შესაძლებელია იყოს გლუვი ან წილაკოვანი, ხორკლიანი. ცხვირის გაჭედვა უფრო გამოხატული და მყარია. ატროფიული სურდო. (იხ).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა