ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ღერძული ნერგების კომპლექსი – (complexus axilaris blasti) ნერვული სისტემის, ღერძული ჩონჩხის ქორდის და სომატური მუსკულატურის ნერგების ერთობლიობაა. ქორდიანთა ემბრიოგენეზის დროს ეს ნერგი განლაგდება ღერძის სიმეტრიულად და გაივლის ქორდას ან ხერხემალს. უფრო ზუსტად, ქორდის ზევით მდებარეობს ნერვული ფირფიტა, ქვევით – ნაწლავის ენდოდერმა, გვერდით – მეზოდერმა. ნერგების ასეთი განლაგება პალინგენეტიკური ნიშანია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა