შაგასის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შაგასის დაავადება – (C. Chages, ბრაზ. ექიმი; სინ.: ამერიკული ტრიპანოსომოზი)პროტოზოოზი, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, კანზე ან კონიუნქტივაში პირველადი აფექტის გაჩენით, ზოგჯერ გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის  მძიმე დაზიანებით. დაავადების გამომწვევია Trypanosoma cruzi Chages; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5 – 14 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით. ტეპერატურა მატულობს 39 – 400, აქვს რემისიული ან მუდმივი ხასიათი; ტრიპანოსომის ჩანერგვის ადგილზე წარმოიქმნება პირველადი აფექტი, რომელიც გარეგნულად ჰგავს ფურუნკულს. დაავადების მწვავე სტადიის ძირითადი გამოვლინებაა გულის ცვლილებები – მისი ზომები გადიდებულია, ტონები მოყრუებული, ზოგჯერ მოისმინება გალოპის რიტმი. მძიმე შემთხვევებში ვითარდება გულის უკმარისობა. განსაკუთრებით მძიმე გამოვლინებაა მენინგოენცეფალიტი, რაც თითქმის ყოველთვის სიკვდილით მთავრდება. მწვავე სტადია გრძელდება 4 – 5 კვირა, რის შემდეგაც პროცესი ღებულობს ქრონიკულ ხასიათს. ავადმყოფები უჩივიან ქოშინს, გულის ფრიალს, ტკივილს გულის არეში; ქრონიკული სტადიის მიმდინარეობა ხანგრძლივია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა