შამბერგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შამბერგის დაავადება – (J. F. Schamberg, ამერ. დერმატოლოგი; სინ.: კანის პროგრესირებადი ჰემოსიდეროზი, პროგრესირებადი პიგმენტური დერმატიტი) შედარებით იშვიათი დერმატოზი, რომელიც მიეკუთვნება კანის ჰემოსიდეროზებს. დაავადება ხასიათდება წვივების კანზე, იშვიათად სხვა ნაწილებზე, მჭიდროდ განლაგებული მოწითალო წერტილოვანი ჰემორაგიული ლაქების გაჩენით, რომლებსაც ზოგჯერ აქვთ ტელეანგიექტაზიების ფორმა. თანდათანობით ჩნდებიან ახალ – ახალი კერები, ამასთან ძველები ქრებიან, რის შემდეგაც რჩება მოწითალო – მოყავისფერო მყარი პიგმენტაცია, რიგ შემთხვევებში კანის მსუბუქი ზედაპირული ატროფია; ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა