შარკოს გარდამავალი კოჭლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შარკოს გარდამავალი კოჭლობა – იხ. შერკოს სინდრომი (შარკოს სინდრომი) გარდამავალი (შენაცვლებითი)კოჭლობა, ტკივილი ქვემო კიდურებში სიარულისას, რომელიც გადის შესვენებისას. დამახასიათებელია ასევე მგრძნობელობის მოშლა, პარესთეზიები, ტერფების გაცივების შეგრძნება, თითების სიფერმქრთალე, ქვემო კიდურების პერიფერიული არტერიების პულსაციის დაქვეითება ან გაქრობა. მოგვიანებით ვითარდება ქვემო კიდურის ქსოვილთა დაწყლულება და ნეკროზი. სინდრომს საფუძვლად უდევს ქვემო კიდურების არტერიოსკლეროზი, შესაძლოა ანგიოსპასტიკური გენეზიც. მის განვითარებაში მნისვნელობა ენიჭება თამბაქოს წევას, ალკოჰოლს, შაქრიან დიაბეტს, სიფილისს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა