შებრუნებითი ტიფი, ენდემიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შებრუნებითი ტიფი, ენდემიური – – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტის განსაკუთრებული სახე. გამომწვევის წყაროა ცხოველები, გადამტანები არიან ტკიპები. ვლინდება ცხელებითი შეტევებით, რომელიც მონაცველობს ნორმალურ ტემპერატურასთან. მიმდინარეობს კეთილთვისებიანად, მკურნალობა – ანტიბიოტიკები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა