შემოსარტყვლითი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შემოსარტყვლითი ლიქენი – (კანისა და ვენ. დაავ.)  დაავადების გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსი. არც თუ იშვიათად დაავადებას წინ უძღვის გადაციება.  სიმპტომები. ჰიპერემიის ფონზე, უხშირესად ნერვული დაბოლოებების გაყოლებაზე, ჩნდება იზოლირებული ან დიდი ზომის კერებად შერწყმული ბუშტუკოვანი ხასიათის გამონაყარი. დაავადებას თან სდევს ქავილი, წვა და ტკივილი. ხშირად ლოკალიზებული კანზე ნეკნქვეშა და სახის ნერვების გაყოლებაზე. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს შემოსარტყვლითი ლიქენის განგრენოზული ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება ბუშტუკები ჰემორაგიული შიგთავსით, ეპიდერმისის ნეკროზის უბნები. შემოსარტყვლითი ლიქენის სამწვერა ნერვის თვალის ტოტის გაყოლებაზე ლოკალიზაციის შემთხვევაში, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს თვალის კონიუნქტივა. დაავადება, როგორც წესი, გრძელდება 3 – 4 კვირა; კანის გამონაყრის უკუგანვითარების შემდეგ ზოგჯერ რჩება მტკივნეული შეგრძნებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა