შმიტის დაავადება, ანუ სინდრომი

შმიტის დაავადება, ანუ სინდრომი – ხერხემლის ტრავმული პროფესიული დაზიანება, აღენიშნებათ მიწის მთხრელებს. პირველი ნიშნები ვლინდება მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. სიმპტომები: დაღლის შეგრძნება, ხერხემლის მიდამოში, კისრის მიდამოში, კეფაში და ბეჭებს შუა ფსევდორევმატიული ტკივილი. ამის მიზეზია კისრის ქვედა და გულმკერდის ზემოთა მალების წარზიდულ მორჩების დისტროფიული ზონები. შემდეგში ტკივილი ძლიერდება მოძრაობებისას, რაც გამოწვეულია ამ მორჩების მოწყვეტით. [“3”]