შონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შონის სინდრომი – პარაშუტისებური მიტრალური სარქველის, აორტის კოარქტაციის და მიტრალური სტენოზის შეუღლება. მიეკუთვნება განვითარების თანდაყოლილ ანომალიათა რიგს, არ არის გამორიცხული სინდრომის მემკვიდრეობითი გენეზი. პარაშუტისებური მიტრალური სარქველების სახელწოდებით აღინიშნება მიტრალური სარქვლების ანატომიური ვარიანტი, როდესაც ორივე სარქვლის ქორდები შეერთებულია და მიმაგრებულია მხოლოდ ერთ დვრილისებურ კუნთზე. [“3”] 2.  (J.  D. Shone,  ამერ. კარდიოლოგი) გულის თანდაყოლილი მანკი: მარცხენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უკმარისობა, მარცხენა  წინაგულის მიოკარდის ლოკალური ჰიპერტროფია, რაც იწვევს მარცხენა წინაგულ – პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროებას, აორტის ხვრელის სტენოზს და მის კოარქტაციას.

გაფრთხილება!