ჩეინ – სტოქსის სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩეინ  –  სტოქსის სუნთქვა – პერიოდული სუნთქვის ერთ  –  ერთი სახე: ზედაპირული და იშვიათი სუნთქვითი მოძრაობები, რომელიც თანდათანობით ხშირდება და ღრმავდება და მაქსიმუმს აღწევს 5  –  7 ჩასუნთქვის შემდეგ, შემდეგში კი კვლავ სუსტდება და იშვიათდება, დგება სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება  –  აპნოე, რის შემდეგაც  ციკლი მეორდება. აღინიშნება გულის უკმარისობის, ნარკოტიკებით მოწამვლის, ავტოინტოქსიკაციების (ურემია, დიაბეტური კომა და სხვ.) დროს. ნორმაში ზოგჯერ აღინიშნება ადრეულ ბავშვობის ასაკში, ასევე მოზრდილებში ძილის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა