ჩენდერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩენდერის სინდრომი – გარეთა ყურის ანთების დროს განვითარებული ნევროლოგიური გართულება. გარეთა სასმენი მილის ანთებას ზოგჯერ თან სდევს საფეთქლის ძვლის მანეკროზებელი ოსტიტი და ანთების გადასვლა ქალას ფუძეზე. ნიშნები: ყურის ტკივილი, ჩირქოვანი ან სეროზული გამონადენით, იმავე მხარეს სახის ნერვის დამბლა, სახის შეშუპება, ყბაყურა ჯირკვლის შესივება და მტკივნეულობა, ტრიზმი, თავის ტვინის მე  –  6, მე  –  9, მე  –  10, მე  –  11 წყვილი ნერვების დამბლა, მაღალი ტემპერატურა და ბოლოს მენინგიტი. სახის ნერვის დამბლა ითვლება ერთ  –  ერთ  ნაადრევ სიმპტომად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა