ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი

ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი – (ქირურგ.) (იხ. ,,მყესოვანი პანარიციუმი’’). ტენდოვაგინიტის გამომწვევი ინფექცია მყესოვან ბუდეში შეიძლება მოხვდეს უშუალოდ ნაჩხვლეტი, ნაკვეთი და ცეცხნასროლი ჭრილობების დროს ან გარშემო განლაგებული ანთებითი კერებიდან ლიმფური გზებით. სიმპტომები, მიმდინარეობა ისეთივეა, როგორც მყესოვანი პანარიციუმის დროს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ტემპერატურა მატულობს 38  –  39 გრადუსამდე. ხშირად აღინიშნება გართულებები თითებსშორის ძგიდის აბსცესისა და მტევნის ზურგის ფლეგმონის სახით. ზოგჯერ ვითარდება ფალანგების ოსტეომიელიტი.  მკურნალობა. შესაძლებელია ანთებითი კერის ადრეული გახსნა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი