ცაიტრაფერნული მიკროკინოგადაღება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცაიტრაფერნული მიკროკინოგადაღება – (გერმ.Zeit – დრო და raffen – მოგროვება) ცოცხალი უჯრედების კინოგადაღება დიდი ინტერვალებით (მაგ., ერთი კადრი 5 წუთში). ასეთ პირობებში გადა­ღებული ფილმის დემონსტრირება ხდება ჩვეულებრივი სიჩქარით (24 კადრი წამში), რასთან დაკავშირებითაც უჯრედშიგა პროცესები ეკრანზე მიმდინარეობს უფრო ჩქარა, ვიდრე სინამდვილეშია. ასეთი ხერხი თითქოსდა „დროის შეგროვებისა“ და დროის მცირე მონაკვეთში ეკრანზე უჯრედში ნელა მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. ცაიტრაფერნულ მიკროკინოგადაღებას ხშირად შენელებულ კინოგადაღებას უწოდებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა