ცრუ ანევრიზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცრუ ანევრიზმა – არტერიის გასკდომის შემდეგ (ხშირად ტრავმული გენეზის) გარემომცველ ქსოვილებში წარმოიქმნება პერივასკულური პულსირებადი ანევრიზმა. სიმპტომები: შეშუპება, კანის ფერის ცვლილება და პულსაციის შეგრძნება. შესაძლებელია ახლოს მდებარე ვენური სისხლძარღვების გაჭყლეტა. ცრუ ანევრიზმა შესაძლებელია წყარო გახდეს პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოემბოლიისა, რომელიც ვლინდება პულსის უეცარი შესუსტებით და ქსოვილთა იშემიით. მკურნალობა. თუკი კოლატერალური სისხლმიმოქცევა უზრუნველყოფს კიდურების ფუნქციის შენარჩუნებას და ჭრილობაში არ არის დაჩირქება, შესაძლებელია ოპერაციული მკურნალობის დაყოვნება; ასეთ შემთხვევაში ოპერაცია ტარდება რამდენიმე კვირის შემდეგ – ჭრილობის შეხორცების შემდეგ. კიდურის პერიფერიული ნაწილის იშემიის დროს, ჰემატომის გაგლეჯისა და გადიდების დროს, ასევე თრომბოემბოლიური გართულებების დროს ნაჩვენებია დაუყონებლივი ოპერაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა