ცრუ სახსარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცრუ სახსარი – (ქირურგ.) ძველი მოტეხილობის ადგილზე მუდმივი მოძრაობის დარჩენა, რაც განპირობებულია ძვლოვანი შეხორცების არ არსებობით. ცრუ სახსრის განვითარების მიზეზებს მიეკუთვნება: ძვლების მოტეხილი ზედაპირების ერთმანეთთან არც თუ მჭიდრო მიტანა ძვლოვანი ნივთიერების მნიშვნელოვანი დაკარგვის, მათი დიდი ცდომისა და არასაკმარისი რეპოზიციის შედეგად; ქსოვილების ინტერპოზიცია (მოტეხილ ზედაპირებს შორის კუნთების, მყესების, აპონევროზის და სხვა რბილი ქსოვილების მოყოლა); დაზიანებული კიდურის არასათანადო იმობილიზაციის გამო მისი მოსვენებით მდგომარეობაში არყოფნა. ცრუ სახსრის წარმოქმნას ხელს უწყობს ყველა ის დაავადება, რომელთა დროსაც მკვეთრად მცირდება ძვლის ქსოვილის რეგენერაციისადმი შესაძლებლობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. კიდურის ფუნქციების დარღვევა, მოძრაობის დროს გამრუდება და ძველი მოტეხილობის ადგილას არანორმალური მოძრაობა. რენტგენოგრამაზე: ძვლის კორძი არ ვლინდება, მოტეხილობების ბოლოებში ძვლის ტვინის არხი დაკეტილია, მისი ორივე ბოლო ატროფირებულია. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა