ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები – (კიბო, სარკომა) სიმპტომები. დასაწყისში ჩვეულებრივ აღინიშნება ცხვირის ცალმხრივი გაჭედვა სისხლიანი გამონადენით. შემდგომში – სახის დეფორმაცია, ტკივილები სამწვერა ნერვის გაყოლებაზე. რინოსკოპიით – ხორკლიანი, ზონდირებისას ხშირად სისხლმდენი სიმსივნე. საბოლოო დიაგნოზი ისმევა ბიოფსიის და ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა ქირურგიულია სხივური თერაპიის პარალელურად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა