ცხიმრძიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხიმრძიანობა – რძეღალიანობა, რძეში ცხიმის შემცველობა, რძის ხარისხის ერთ – ერთი მთავარი მაჩვენებელი. სხვადასხვა სახეობის ცხოველის რძეში ცხიმის საშუალო შემცველობა (% – ობით): ძროხისა 3,9, თხისა 4,3, ცხვრისა 7,2, ღორისა 5,9, კამეჩისა 7,7, ზებუსი 7,0, იაკისა 6,8, აქლემისა 5,0, ცხენისა 1,8, ჩრდილოეთის ირემისა 18,7. ცხიმრძიანობა დამოკიდებულია ცხოველის ინდივიდ. თავისებურებაზე. ასაკთან ერთად ის ნაკლებად იცვლება. რძის ხარისხს და რაოდენობას განსაზღვრავს კვება და მოვლა – პატრონობის პირობები. ცურიდან რძის პირველ ამონაწველში ცხიმის შემცველობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე უკანასკნელში. რძის ცხიმის შემცველობა მყარი მემკვიდრეობითი თვისებაა. მისი მატების მთავარი საშუალებაა ცხოველთა გადარჩევა და შერჩევა ამ ნიშან – თვისების მიხედვით. ნ. გოცირიძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა