ძვლის ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ძვლის ცისტა – კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი – ძვალშიგა ღრუ, რომელიც შეიცავს სეროზულ ან ჰემორაგიულ სითხეს. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, სანამ არ შეურთდება პათოლოგიური მოტეხილობა, რის შემდეგაც შესაძლოა თვითშეხორცება; პროცესი აქტიურია, შესაძლოა განმეორება. მკურნალობა კონსერვატულია: ცისტის ღრუში სამკურნალო საშუალებების შეყვანა. ანევრიზმული ცისტა ხასიათდება უფრო აგრესიული ზრდით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა