წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნური ზრდა. გვხდება 50 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცებში. ადენომა ვითარდება ნელა; თანდათანობით აწვება შარდსადენს, აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას. პირველი დამახასიათებელი ნიშანია შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით: შარდის ნაკადი წვრილდება, ეწვეთება ქვევით (ავადმყოფი იშარდავს ფეხებზე), იშხეფება; თანდათანობით ეს მოვლენები ძლიერდება: შარდი გამოიყოფა წვეთობით, ძლიერი გაჭინთვისას, შესაძლებელია მოხდეს შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა. შორს წასულ შემთხევევბში შარდი გადმოედინება უნებლიედ, ნელა, არ ხდება დაკმაყოფილება და კვლავ რჩება გადავსებული შარდის ბუშტის შეგრძნება. ნებისმიერი ამ მოვლენის არსებობისას აუცილებელია ავადმყოფმა მიმართოს ექიმ – უროლოგს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა