ჭეშმარიტი ანევრიზმები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჭეშმარიტი ანევრიზმები – აორტის გულმკერდის ნაწილის ანევრიზმა ხშირად განპირობებულია აორტის შუა გარსის დეგენერაციული ცვლილებებით (ცისტური დეგენერაცია, მარფანის სინდრომი, სიფილისი, ათეროსკლეროზი). ხშირად ვითარდება აღმავალი აორტის პროქსიმალურ ნაწილში; თან ახლავს აორტის სარქვლის საგდულების გაფართოება. სიმპტომები,  მიმდინარეობა. ავადმყოფთა ასაკია 40 – 60 წელი. პირველი სიმპტომია აორტის სარქვლის უკმარისობა. იშვიათად ტომრისებურმა ანევრიზმამ შესაძლოა განაპირობოს ზედა ღრუ ვენის, ტრაქეის გაჭყლეტა. გამოკვლევისას ვლინდება აორტის სარქვლის უკმარისობის დამახასიათებელი ნიშნები, ტიპიური დიასტოლური შუილით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება აღმავალი აორტის მიშვნელოვანი გაფართოება. ასეთი ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა გახდეს პროგრესირებადი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია მზარდი ჰემოდინამიკური დარღვევების დროს, განპირობებული აორტის სარქვლის უკმარისობით და/ან აღმავალი აორტის პროგრესირებადი გაფართოებით. ოპერაცია ითვალისწინებს აღმავალი აორტისა და აორტის სარქველების პროთეზირებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა