ჭიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჭიები – (Vermes)  უხერხემლო ცხოველების ჯგუფი, რომელიც შეიცავს 46 ათ – მდე სახეობას აქვთ მოგრძო სხეული, რომლის კედლები შედგება კანის საფარვლისა და კუნთებისაგან (კან – კუნთოვანი პარკი). მოძრაობენ უმთავრესად სხეულის პერისტალტიკური შეკუმშვის  მეშვეობით. ეკუთვნიან პირველადპირიან ცხოველებს. XIX ს – ში ჭიებს ცალკე ტიპად მიიჩნევდნენ. ამჟამად მასში გაერთიანებულია რამდენიმე დამოუკიდებელი ტიპი: ბრტყელი ჭიები, პირველადღრუიანი ჭიები, ნემერტინები, ექიურიდები, სიპუნკულიდები, რგოლოვანი ჭიები. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა