ხანგამოშვებითი კოჭლობა

ხანგამოშვებითი კოჭლობა – კლინიკური სინდრომი: სიარულის დროს ფეხებში ტკივილის წარმოქმნა და გაძლიერება, რაც აიძულებს ავადმყოფს შეჩერდეს; ტკივილი გაივლის მოსვენებულ მდოგმარეობაში, რის შემდეგაც მას შეუძლია სიარულის გაგრძელება.

ხშირად სინდრომი განპირობებულია ქვედა კიდურების არტერიების დაზიანებით. ზოგჯერ ტკივილი ლოკალიზდება დუნდულა კუნთებში, ბარძაყის კუნთებში, წელის არეში. წარმოიქმნება სისხლის მიუწოდებლობით კიდურების მომუშავე კუნთებში.

დიაგნოზი ზუსტდება ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი