ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ხარისხი – საქონლის თვისებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მის ვარგისიანობას პირდაპირი სამომხმარებლო დანიშნულებისათვის გამოსაყენებლად. მხარეები ყიდვა – გაყიდვის ხელშეკრულებაში ათანხმებენ ხარისხის მაჩვენებლებს, მისი შემოწმების წესს, დოკუმენტების წარდგენას, რომლებიც ადასტურებენ მიწოდებული საქონლის ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას, საჭირო შემთხვევაში ხარისხის მიხედვით მიღება – ჩაბარების პირობებს, აგრეთვე ხარისხის გარანტიების მიცემას და საქონლის შენახვის ან ვარგისიანობის ვადებს. ხარისხის განსაზღვრის ხერხები საკმაოდ სხვადასხვაგვარია. ძირითადი მათ შორის – ნიმუშის ამორჩევა აღწერილობის, წინასწარი დათვალიერების, საშუალო ხარისხის მიხედვით. ამა თუ იმ ხერხის არჩევა დამოკიდებულია თვით საქონელზე, ვაჭრობის ჩამოყალიბებულ პრაქტიკაზე, მყიდველის (მომხმარებლის) მოთხოვნილებებზე.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა