ხორხის დაზიანება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორხის დაზიანება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.)  შეიძლება იყოს გარეგანი (დაბეჟილობები, ზეწოლა, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა) და შინაგანი (დამწვრობები, უცხო სხეულებით ტრამვები).  სიმპტომები. ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა ან დაკარგვა, ხველა სისხლიანი ნახველით, მექანიკური ტრამვების შემთხვევაში – სისხლდენა (კისრის ჭრილობიდან ან პირიდან), ხორხში შემავალი კისრის ჭრილობების დროს – კისრის კანქვეშა ემფიზემა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა