ჰებოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰებოიდი – (heboidum; ჰებო –  + ბერძ. eidos სახე; სინ. კრიმინალური ჰებოიდი) პირი, რომელსაც აქვს მდაბალი მისწრაფებები (ქურდობისაკენ, სექსუალური ექსცესებისაკენ, ალკოჰოლისაკენ და ნარკოტიკული ნივთიერებებისაკენ და ა. შ.), რასაც თან ახლავს სოციალური დეზადაპტაცია და პარაზიტული ცხოვრების წესი, გამოკვეთილი ემოციური სიუხეშე; გვხვდება შიზოფრენიითა და ფსიქოპათიით დაავადებულებში პუბერტულ და ყრმობის ასაკში.

გაფრთხილება!